“აპრიორი ვემიჯნები იმას, რომ ამაში ხელისუფლების ხელი ურევია,”

ე.წ. კასრების ვიდეომასალის გავრცელებას ხელისუფლებას არ უკავშირებს მმართველი გუნდის წერი დავით ლორთქიფანიძე. დეპუტატი ამბობს, რომ კადრების გამავრცელებლით გამოძიება უნდა დაინტერესდეს.

“ვის აქვს გარანტია, რომ ამ კადრების ასლები არ არსებობს და ეს რაღაც სიტუაციის და მიხედვით ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას არ სჭირდებოდეს ამ კადრების გასაჯაროება, აღნიშნულის შესახებ გამოძიება უნდა იქნეს ჩატარებული. რეიტინგებს იმხელა აჟიოტაჟი არ გამოუწვევია, რომ ხელისუფლებას ეზრუნა რაღაცა ფორმით მის გადასაფარად. აპრიორი ვემიჯნები იმას, რომ ამაში ხელისუფლების ხელი ურევია,”- აცხადებს დავით ლორთქიფანიძე.

banner
წინა სტატიაში“ფარული ჩანაწერების პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოყენება დაუშვებელია”
შემდეგი სტატია” ე.წ. ექსპერტები ატყუებენ მოსახლეობას თითქოს მე დავპირდი ამ კადრების განადგურებას”