ან ბრასორი: სიძულვილი და შეუწყნარებლობა დემოკრატიულ სისტემას ძირს უთხრის

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ან ბრასორი სიძულვილისა და შეუწყნარებლობის ზრდის პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას.
როგორც ან ბრასორიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ყველა ქვეყანაში არის სიძულვილის მატება, შეუწყნარებლობის პრობლემა და ყველა დემოკრატიულმა ქვეყანამ სამოქალაქო სექტორთან, რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან ერთად უნდა იმუშაოს, რათა დაუპირისპირდეს შეუწყნარებლობას.
“ეს ჩვენს დემოკრატიულ სისტემას ძირს უთხრის და წარმოადგენს საფრთხეს”, – განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.
ამასთან, როგორც ან ბრასორიმ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველომ უნდა იამაყოს საკუთარი დელეგაციით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, რადგან საქართველოს დელეგაცია აქტიურია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მათ შორის საკომიტეტო მუშაობაში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
შემდეგი სტატიაგორის რაიონის სოფელ ფლავისმანში მკვლელობა მოხდა