ანჯელინა ჯოლიმ საშვილოსნოც ამოიჭრა

ანჯელინა ჯოლიმ საშვილოსნოც ამოიჭრა

ანჯელინა ჯოლიმ  საშვილოსნოც ამოიჭრაამერიკელმა მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ განაცხადა, რომ მან კიბოს დაავადების რისკის შესამცირებლად საკვერცხეები და საშვილოსნო ამოიჭრა.
New York Times-თან საუბარში კლინიკაში 39 წლის ვარსკვლავმა თქვა, რომ რამდენიმე ბოლო ანალიზში აღმოჩენილი იყო გარკვეული რაოდენობის მარკერები, რომელიც კიბოს ადრეული სტადიის ნიშანი შეიძლებოდა ყოფილიყო. მისი თქმით, საკვერცხეების და საშვილოსნოს ოპერაცია ნაკლებად რთულია, ვიდრე მასტეკტომია, რომლის ოპერაციაც მან ორი წლის წინ უკვე გაიკეთა.
„ვერ მეყოლება შვილები და ველოდები, რომ ჩემს ორგანიზმში ცვლილებები უკეთესობისკან წავა, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, თავს დამშვიდებულად ვგრძნობ, იმიტომ არა, რომ ძლიერი ვარ, არამედ იმიტომ, რომ ყველაფერი ჩემი ცხოვრების ნაწილია და ამიტომ საშიში არაფერია“ – დაწერა მსახიობმა.
ანჯელინა ჯოლი და ბრეტ პიტი 2005 წლიდან ერთად ცხოვრობენ და ექვს შვილს ზრდიან. მსახიობები ცნობილი არიან ქველმოქმედებით. მათ საქველმოქმედო ორგანიზაციას „ჯოლი-პიტი“ ქვია.
2001 წლიდან ჯოლი გაეროს მშვიდობის ელჩია.

banner
წინა სტატიაშიპუტინი არეულობებზე ხისტი რეაგირებისაკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატია“ნარმანია არაადეკვატურია, სანამ არ უბრძანებენ ნიჟარაძეს არ გაათავისუფლებს,”- ირაკლი აბესაძე