ანტიკრიზისული აქცია “გაზაფხული” გააუქმეს

ბორის ნემცოვი

ბორის ნემცოვირუსეთში ოპოზიციონერებმა ბორის ნემცოვის მკვლელობის გამო ხვალ დაგეგმილი ანტიკრიზისული აქცია “გაზაფხული” გააუქმეს–ამის შესახებ ტელეკომპანია “დოჟდის” ცნობით, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მიხაილ კასიანოვმა განაცხადა.

“ტრაგიკული მოვლენების გამო, ანტიკრიზისული მარში, რომელიც ხვალ დილით ქალაქის ცენტრში უნდა გამართულიყო, გავაუქმეთ. ხვალ უფრო მართებული იქნება, თუ ჩვენ ბორისს პატივს მივაგებთ,” – განაცხადა კასიანოვმა.

ნემცოვმა მკვლელობამდე 3 საათით ადრე  დაგეგმილი აქციის შესახებ  რადიო “ეხო მასკვის” ეთერში ისაუბრა.

“ბორისი, როგორც ყოველთვის, მკაცრი იყო. თუმცა, ვერ ვიტყვი რომ ეს საუბარი უფრო მეტად აგრესიული იყო, ვიდრე ადრე. ეთერში მან ისაუბრა მარტში დაგეგმილ აქციაზე და იმაზე თუ რატომ დათანხმდნენ ოპოზიციონერები დემონსტრაციის მარინოს რაიონში გამართვას. მან ასევე სიცილით აღნიშნა, რომ ჩვენთან მოსვლამდე ცოტა ხნის ადრე შეატყობინეს, რომ კვირას “ენტევეს” ეთერში კიდევ ერთი “პროტესტის ანატომია” უნდა გასულიყო, რომელშიც ის იქნებოდა მთავარი გმირი,” – ამბობს ჟურნალისტი დიმარსკი.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ რუსთავში, ხარების სახელობის ეკლესიის გაქურდვის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა
შემდეგი სტატიაალექსანდრე კობაიძე ემზარ კვიციანისთვის იარაღის ტარების უფლების მინიჭებას ითხოვს