ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით დმანისის რაიონის გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს. 

ჯანმრთელობისთვის საშიში შებოლილი თევზის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს ,,დონატოს

შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გამოავლინეს და ქრთამის მოთხოვნაში ამხილეს დმანისის რაიონის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ირგანჩაიში – ალიბაი გასანოვი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ალიბაი გასანოვმა მოქალაქეს დაუმზადა ყალბი ცნობა, თითქოსდა აღნიშნულმა მოქალაქემ ამავე სოფელში მაცხოვრებელი პირებისგან 48 ტონა სათესლე კარტოფილი შეიძინა, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით, 900 აშშ დოლარი მოსთხოვა. დადგინდა, რომ მოქალაქეს აღნიშნული ცნობა შეძენილი კარტოფილის წარმომავლობის დასადასტურებლად სჭირდებოდა. ალიბაი გასანოვმა მას შეატყობინა, რომ 48 ტონა კარტოფილს სოფელ ირგანჩაიში ვერ შეიძენდა, მაგრამ მას შეეძლო ნებისმიერ ტერიტორიაზე შეეძინა სასურველი ოდენობის კარტოფილი, ხოლო თვითონ დაუმზადებდა სათანადო ცნობას. სამართალდამცველებმა ალიბაი გასანოვი ქრთამის აღების ფაქტზე დმანისის რაიონში დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

banner
წინა სტატიაშიკურტანიძის აღსარება
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: სამწუხაროდ ეს იყო არაორგანიზებულობის ბრალი