ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

ნარკოდანაშაულისთვის სამართალდამცველებმა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს. ანტიკორუფციული სააგენტოს აჭარის რეგიონალური მთავარი სამმართველოს პირველი სამსახურის უფროსი ოპერატიული თანამშრომელი სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე აიყვანეს.

დაკავებულს პირადი ჩხრეკისას 5 აბი ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა. ის აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიებას ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე შსს-ს გენერალური ინსპექცია აწარმოებს. დაკავებულ პოლიციელს 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

banner
წინა სტატიაშისააპელაციო სასამართლოში ბაჩო ახალაიას საქმის არსებითი განხილვა იწყება
შემდეგი სტატიაოპოზიცია პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ დებატების დაშვებას ისევ ითხოვს