ანკარის ტერაქტი – პროვოკაცია ერდოღანის მმართველი ძალის წინააღმდეგ (VIDEO)

თურქეთში დაგეგმილ განმეორებით საპარლამენტო არჩევნებამდე 20 დღით ადრე, ანკარაში პროფკავშირებისა და ოპოზიციური სახალხო დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერთა მიერ მოწყობილ სამშვიდობო მიტინგზე განხორციელებული ტერაქტი მმართველი სახელისუფლო პარტიის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციაა, რომელიც არჩევნების წინაპერიოდში ქვეყანაში დესტაბილიზასიას ისახავს მიზნად… ამის შესახებ თურქეთის მთავრობის რამდენიმე წევრის მიერ გაკეთებულ განცხადებაშია საუბარი.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში გასულ ზაფხულს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ხმების უმრავლესობა ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოაგროვა და  კონსტიტუციურად განკუთვნილ დროში, პარლამენტში გასულმა პარტიებმა ვერც კოალიციის ჩამოყალიბება ვერ მოახერხეს, რის გამოც პრეზიდენტმა ერდოღანმა 1 ნოემბერს განმეორებითი არჩევნები დანიშნა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, ოპოზიციური  მოძრაობების მხარდამჭერთა და პროფკავშირების მიერ მოწყობილ მშვიდობიანი მსვლელობის დროს,  სავარაუდოდ თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ აფეთქებას 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 120-ზე მეტი დაიჭრა.

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშიუეფას ვიცე-პრეზიდენტს ფეხბურთის ფედერაციის დელეგატები „ვაჭრობაში“ ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიაქალაქ დიარბაკირში ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს