ანი მიროტაძე: უმძიმესი ტრაგედია გამოწვეული იყო უსაფრთხოების ნორმების დაუცველობით

ქობულეთში მომხდარ ტრაგედიაზე დღეს დეპუტატებმა ისაუბრეს.

ფრაქცია ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის წევრის ანი მიროტაძის თქმით, მომხდარი უსაფრთოების ნორმების დაუცველობით იყო გამოწვეული.

“უმძიმესი ტრაგედია გამოწვეული იყო უსაფრთხოების ნორმების დაუცველობით, ასეთი მძიმე ფაქტების თავიდან აცილებისთვის აუცილებელია კონტროლის გამკაცრება, სახელმწიფოს ჰქონდეს კანონით გათვალისწინებული მითითება, რომ ასეთი დაწესებულებების მფლობელებს მიეცეთ დავალება, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა იყოს დაცული,” – განაცხადა ანი მიროტაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რომ მშენებლობის სტანდარტები უფრო მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული.

“საჭიროა, მშენებლობის სტანდარტების იყოს უფრო მკაფიო, განსაზღვრული, მათ შორის მკაფიოდ გამოიკვეთოს უსაფრთხოების ზომები, რომ ეს სტანდარტები განისაზღვროს. გარკვეული ტექნოლოგიური ნივთიერებების გამოყენება ქმნის უფრო მეტ საფრთხეს, პლასტმასი, ადვილად აალებადი ნივთიერებები თუ სხვა,” – განაცხადა ხმალაძემ.

banner
წინა სტატიაშიაკაკი მინაშვილი : მათი მიზანია ძლიერი კლანი, ძლიერი ნათესაობა და დასუსტებული საქართველო
შემდეგი სტატიაგამოკითხულთა უმეტესობისთვის საქართველოს ევრაზიის კავშირში გაწევრიანება მიუღებელია