ანდრო ბარნოვმა საოკუპაციო ხაზთან მომხდარი ინციდენტზე განმარტება გააკეთა

მოძრაობა დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის“ დამუძნებლის, ანდრო ბარნოვის განცხადებით, ის არ უპირისპირდება კონკრეტულ პოლიციელებს და არც ზოგადად ქართულ პოლიციას.

როგორც ბარნოვმა „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, საოკუპაციო ხაზთან მომხდარი ინციდენტისას, მან მიმართა მთავრობას და არა კონკრეტულ მესაზღვრეს.
„მინდა შევეხო იმ ბინძურ კამპანიას, რომელიც გუშინ ჩვენი მთავრობის სასიქადულო წევრებმა დაიწყეს, თითქოს, მე ჩვენს პოლიციელებს ვუპირისპირდები. რაც მათ აღიქვეს შეურაცხყოფად, ეს იყო სიტუაციის აღწერა. მათ ვურჩევ, რომ ასე შეხედონ ამ ყველაფერს. პოლიციელებს ნამდვილად არაფერს არ ვერჩი, მე იქ გასაგებად ვთქვი, რომ იქ მე მხოლოდ ერთი წარმომადგენელი დამხვდა, რომელიც ხელისუფლებას წარმოადგენდა ადგილზე. მას ავუხსენი, რომ მას კი არ მივმართავდი პირადად, სინამდვილეში მივმართავდი ივანიშვილს და ღარიბაშვილს და მთავრობას, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას. მინდა ძალიან მოკლედ ვთქვა ჩემი პოზიცია, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ მალე იქნება დღე, როდესაც მეც, ჩვენი პოლიციელებიც, ჯარისკაცებიც და მთლიანად საზოგადოება ერთად ვიბრძოლებთ საქართველოსთვის და არ ვიქნებით ასეთ სამარცხვინო სიტუაციაში, როცა ყველას ერთად გვიწევს თავის მართლება, თუ რატომ არაფერს ვაკეთებთ როგორც ერი და ქვეყანა“, – განაცხადა ბარნოვმა.
რაც შეეხება, გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით ანდრო ბარნოვს შესაძლოა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს, მან მთხოვნელებს ამის მცდელობა სთხოვა.
„ითხოვონ და სცადონ, მე მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი“, – განაცხადა ბარნოვმა.
შეგახსენებთ, რომ 15 ივლისს ანდრო ბარნოვი იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან და იქ მყოფ მესაზღვრეს მოსთხოვა პასუხი, თუ რატომ ჩამოხსნეს რუსმა მესაზღვრეებმა ქართული დროშა.
banner
წინა სტატიაში“ხადურის გადამალვით რაიმე გაუმჯობესდება ეკონომიკაში?” – აკაკი მინაშვილი
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე დიმიტრი ტასოევის განცხადებაზე – ეს არის მათი მხრიდან თვითკმაყოფილი განცხადება