ანდრო ბარნოვი: „თავდაცვის აკადემიის ნგრევა ივანიშვილის ერთ-ერთი საცეცის, ალასანიას დროს დაიწყო“

ანდრო ბარნოვი: „თავდაცვის აკადემიის ნგრევა ივანიშვილის ერთ-ერთი საცეცის, ალასანიას დროს დაიწყო“

ანდრო ბარნოვი: „თავდაცვის აკადემიის ნგრევა ივანიშვილის ერთ-ერთი საცეცის, ალასანიას დროს დაიწყო“მოძრაობა „დამოუკიდებლობისა და ინტეგრაციისთვის“ დამფუძნებელი, თავდაცვის აკადემიის ყოფილი რექტორი ანდრო ბარნოვი სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე ამბობს, რომ ეროვნული თავდაცვის აკადემია განადგურების პირასაა.

-„ეს არის არა მარტო სასწავლებელი, არამედ ჯარის სამჭედლო. დაწესებულება, რომელიც მთელი საზოგადოების სიამაყე იყო, დღეს ფაქტიურად დანგრევის პირასაა. ეს პროცესი დაიწყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან და გრძელდება დღესაც. მთლიანად უყურადღებოდაა მიგდებული აკადემია. მინდა ვთქვა, რომ ეს პროცესები ალასანიას დროს დაიწყო და მას თითიც არ გაუნძრევია მდგომარეობის გამოსასწროებლად, ალასანია, რომელიც ახლა ოპოზიციონერობს, ადრე იყო ჩვეულებრივი საცეცი ივანიშვილისა, ჩვეულებრივი მსახური და სწორედ მისი პირადი პასუხისმგებლობაა ის მდგომარეობა, რაც დღეს გვაქვს ჯარში და თავდაცვის აკადემიაში! აკადემიაში კატასტროფულად დავარდნილია განათლების ხარისხი, განახევრებულია სამხედრო წვრთნები, საგანგაშო მდგომარეობაა კვების და საყოფაცხოვრებო პირობების მხრივაც. გადადიან რუსული ტიპის შეიარაღებაზე, რაც ასევე საგანგაშოა, არის მორღვეული მენეჯმენტი და პოპულარობა დაცემულია“.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილმა ფედერიკა მოგერინი საქართველოში მოიწვია
შემდეგი სტატიაქეთევან ციხელაშვილი USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა