ანდრო ბარნოვი: „ეს რა მარაზმი და მაიმუნობაა?!“

„მოძრაობა დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის“ დამუძნებლის, ანდრო ბარნოვის მიერ „პირველ პრესკლუბში“ გამართულ პრესკონფერენციაზე „ახალგაზრდული ცენტრის“ წარმომადგენლები შეიჭრნენ.

ინციდენტის განეიტრალების შემდეგ კი, ანდრო ბარნოვმა “პირველ პრესკლუბში“ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით სათქმელი არაფერი აქვს.

„აღნიშნულთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ ვიტყვი. არ ვიცი, ვინ არის? აშკარად არის ვიღაცა, რომელიც მაიმუნობს. მან თუ არ იცის კოდორში რა მოხდა, კი ბატონო ვეტყვი, 2008 წლის ომის დროს კოდორი რუსებმა აიღეს, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის ბევრი ნაწილი დაიპყრეს და ახლა მე მთხოვს პასუხისმგებლობას ვინმე? ვერ გავიგე რაშია საქმე, თუ იმაზე ედავებიან ვინმეს, რომ ოკუპაციას პასუხი გავეცით? ეს რა მარაზმია და მაიმუნობა?“ – განაცხადა ბარნოვმა.

როგორც „ახალგაზრდული ცენტრის“ წარმომადგენლები ზურაბ ქადაგიძე და გიორგი ჩიქოვანი აცხადებდნენ, ისინი ბარნოვის მიერ საოკუპაციო ხაზთან მომხდარი ინციდენტის ბარნოვისგან პასუხს ითხოვდნენ. ასევე ქადაგიძემ ბარნოვს ტაკიმასხარა და ცირკაჩი უწოდა და სააკაშვილის ხელისუფლების დროს კოდორის ხეობის და 140-მდე დაკარგული სოფლის შესახებ პასუხი მოსთხოვა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ანდრო ბარნოვისაოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა და იქ მყოფ მესაზღვრეს მოსთხოვა პასუხი, თუ რატომ ჩამოხსნეს რუსმა მესაზღვრეებმა ქართული დროშა.

banner
წინა სტატიაში“შენ ხარ პუტინი და მოღალატე, გადადექი,”- პაატა ზაქარეიშვილის სახლთან აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიამე ვოცნებობ საქართველოზე, სადაც რესპუბლიკური სექტის ბურდღა აღარ იქნება