ანგელა მერკელი საფრანგეთში კატასტროფის ადგილზე გაემგზავრება

გერმანიის კაცლერი, ანგელა მერკელი ხვალ, საფრანგეთში იმ ადგილას გაემგზავრება, სადაც გერმანული ავიაკომპანია “ჯერმანვინგის” თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ამის შესახებ კანცლერმა ცოტა ხნის წინ განაცხადა.
თვითმფრინავი, რომელიც ბარსელონადან გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მიემგზავრებოდა, დღის პირველ ნახევარში საფრანგეთის სამხრეთ რეგიონში ჩამოვარდა. ბორტზე 150 ადამიანი იმყოფებოდა, მგზავრებს შორის ესპანელი, გერმანელი და თურქი მოქალაქეები იყვნენ. ამჟამად მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. თვითმფრინავში მყოფი ადამიანების ნათესავები და ახლობლები კი ბარსელონას აეროპორტში არიან შეკრებილები, ისინი ოფიციალური ინფორმაციის მიღებას ელოდებიან.

banner
წინა სტატიაშიიუტას შტატმა დახვრეტით სიკვდილით დასჯა აღადგინა
შემდეგი სტატიაგურჯაანში საპატრულო პოლიციის მანქანას ესროლეს