ანგელა მერკელი: საბერძნეთმა რეფორმები 15 ივლისამდე უნდა დაიწყოს

საბერძნეთი 82-დან 86 მილიარდ ევრომდე მიიღებს სამი წლის მანძილზე, ამის შესახებ დღეს 13 ივლისს განაცხადა გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კანცლერმა ანჰელა მერკელმა ბრიუსლში დასრულებული სამიტის შემდეგ. თანხის დიდი ნაწილი 25 მილიარდი ბანკების რეკაპიტალიზაციაში დაიხარჯება. 12, 5 მილიარდი პირდაპირ ინვესტიციებში წავა საბერძნეთის ეკონომიკის დასახმარებლად.

გერმანიის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ ბუნდესტაგს რეკომენდაციას მისცემს საბერძნეთის დახმარების ახალ პროგრამას მხარი დაუჭირონ. მისი თქმით, მიღებულ შეთანხმებაში “პლიუსები სჭარბობს მინუსებს”. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ საბერძნეთის მთავრობამ პირველ ყოვლისა რეფორმების ახალი პაკეტი უნდა მიიღოს. საუბარი, ნაწილობრივ დამატებითი ღირებულების გადასახადის გაზრდას ეხება, ასევე საპენსიო რეფორმებს. მათი დაწყება, მერკელის თქმით, 15 ივლისამდე უნდა შეძლოს საბერძნეთმა. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საბერძნეთის ვალის რესტრუქტურიზაციაზე საუბარიც კი ზედმეტია.

საბერძნეთის ვალის გამო არსებული პრობლემების სამიტი 17 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

banner
წინა სტატიაში„Ivanushki go home“-აქცია რუსეთის ყოფილ საელჩოსთან
შემდეგი სტატიაირინა სარიშვილმა ,,ფეისბუქზე,, აქცია დაიწყო…