ანგელა მერკელი ნობელის პრემიაზე წარადგინეს

გერმანიის ბუნდესტაგის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრებმა ქვეყნის ფედერალური კანცლერის, ანგელა მერკელის ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარდგენის შესახებ განაცხადეს . ამის შესახებ “Augsburger Allgemeine” იუწყება.
დეპუტატების განცხადებით, ნომინირების მიზეზი უკრაინაში მშვიდობის მიღწევის საკითხში გაწეული ძალისხმევაა. ქრისტიან-დემოკრატები მიიჩნევენ, რომ უდიდესი წარმატებაა მინსკის მეორე შეთანხმების გაფორმება გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან ერთად.
გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გერმანიის მოქალაქემ ნობელის მშვიდობის პრემია ბოლოს 1971 წელს მიიღო და ის იყო გერმანიის იმდროინდელი კანცლერი ვილი ბრანტი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ხვალ ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შემფასებელი მისია ეწვევა
შემდეგი სტატიაევროპა ტერაქტების მოლოდინში… დანიაში დაიწყო