ანგელა მერკელი: ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს და უკრაინის მცდელობები საკმარისი არ არის

“აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ინსტრუმენტი”– განცხადება ამის შესახებ რიგის სამიტის წინ ანგელა მერკელმა გააკეთა.

ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლის დროს გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოსა და უკრაინის მცდელობები საკმარისი არ არის და ყველა პირობის დაკმაყოფილებამდე ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

მერკელის შეფასებით, ორივე ქვეყენამ უნდა გააძლიეროს კორუფციასთან ბრძოლა, ეკონომიკური სტრუქტურები და სასამართლო სისტემა.

გამოსვლის დროს კანცლერმა ასევე მოუწოდა რუსეთს, ხელი არ შეუშალოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ევროპასთან დაახლოვებაში.

„უკრაინაში მიმდინარე მოვლენები არის მიზეზი, რის გამოც ჩვენ ივნისში არა დიდი რვიანის, არამედ დიდი შვიდეულის ფორმატში შევიკრიბებით. რუსეთი, ისევე როგორც გასულ წელს ბრიუსელში, არ იქნება წარმოდგენილი. დიდ შვიდეულს ჩვენ ფასეულობების ერთობად განვიხილავთ. ეს ნიშნავს ერთობლივად მუშაობას მშვიდობისთვის, დემოკრატიისთვის და კანონის უზენაესობისთვის. ეს ნიშნავს სახელმწფოების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას. ვიდრე რუსეთი ამ ღირებულებებს არ იზიარებს, მისი დაბრუნება დიდ რვიანში წარმოუდგენელია,“ – განაცხადა ანგელა მერკელმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ნორვეგიის უშიშროებას საკუთარი ჯაშუშები ჩაუსვა
შემდეგი სტატიაარჩილ მესტვირიშვილი: ნებისმიერ ჩვენს განცხადებას აქვს კურსზე გავლენა