ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის პოსტის დაკავებას მეოთხე ვადითაც აპირებს

მერკელიგერმანიის კანცლერი ანგელა მერკელმა, სავარაუდოდ, 2017 წელს ბუნდესტაგის არჩევნებზე საკუთარი პარტიის ხელახალი ლიდერობა გადაწყვიტა. პარტიის გენერალურ მდივანთან პერეტ ტაუბერთან და აღმასრულებელ მდივანთან კლაუს შიულერთან შეხვედრისას მან ეს საკითხი უკვე განიხილა, სადაც ასევე იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ უნდა გაუწიონ კურირება ნახევარი წლის შემდეგ ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს – ამის შესახებ დღეს წერს ჟურნალი Der Spiegel.
გამოცემის თქმით, პარტიის წინასაარჩევნო კომპანიის შტაბი ბერლინში იქნება.
როგორც Der Spiegel აღნიშნავს, რამდენიმე კვირის წინ მერკელმა პარტიის სტრატეგიული საკითხები განიხილა. შიდაპარტიულ შეკრებაზე მერკელმა განაცხადა, რომ 2016 წელის დასაწყისში ის მიიღებს გადაწყვეტილებას წამოაყენებს თუ არა არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას. ასევე უცნობია ახალ ბუნდესტაგში მერკელი წამოაყენებს თუ არა კანცლერის თანამდებობაზე საკუთარ თავს. კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, ის 2017 წელს კანცლერობისთვის ემზადება.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია: უმნიშვნელოვანეს თანამდებობებზე ივანიშვილის პირადი მარიონეტები ინიშნებიან
შემდეგი სტატიაელისო კილაძე–ღარიბაშვილს მწარედ აზღვევინებენ