ანა წითლიძემ მერიის სამსახურის უფროსებს ანგარიშის შინაარსი დაუწუნა, ხოლო მერი ირაკლი გოგოხია ნეპოტიზმში დაადანაშაულა

დღეს,ჩვენი უახლესი პოლიტიკური ისტორია გვეუბნება, რომ როდესაც მთავრობა ერთი ადგილის ტკეპნას იწყებს და გრძნობს ხალხის ზურგშექცევას, იგონებს მტრის ხატებს და მათ აბრალებს ყველაფერს ქალაქ ზუგდიდის მერიამ 6 თვიანი მუშაობის ანგარიში საკრებულოს სხდომაზე წარადგინა. ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ და ცალკეული სამსახურის უფროსებმა საზოგადოებას 2014 წლის ივნისიდან დღემდე გახნხორციელებული სამუშაოები და აქტივობები გააცნო. გარდა ამისა, მერიის წარმომადგენლებამა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რომელიც უახლოესი 3 წლის მანძილზეა დაგეგმილი.
მერიის ანგარიში საკრებულოს წევრებმა ერთხმად მოიწონეს, მათ შორის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა.
აღნიშნულის მიუხედავად, ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შენიშვნები ჰქონდათ, როგორც მერიის სამსახურების ასევე, ირაკლი გოგოხიას მიმართ. საკრებულოს წევრმა ანა წითლიძემ მერიის სამსახურის უფროსებს ანგარიშის შინაარსი დაუწუნა, ხოლო მერი ირაკლი გოგოხია ნეპოტიზმში დაადანაშაულა. მან ასვე აღნიშნა, რომ მერიის მიერ შესრულებული სამუშაობის ნაწილი, რომელიც ანგარიშში მოხვდა, 2012 წელს დაიგეგმა.
ირაკლი გოგოხიამ დეპუტატ წითლიძის, ნეპოტიზმთან დაკავშირებულ, ბრალდებაზე განაცხადა, რომ “დიახ, მე მოვედი ჩემ გუნდთან ერთად და გუნდურად ვიღებთ პასუხისმგებლობას, ამაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ”, – განაცხადა ირრაკლი გოგოხიამ.

საკრებულოს თავმჯდომარე, მერიის მიერ წარმოპდგენილ ანგარიშს ისტორიულს უწოდებს და ამბობს, რომ საზოგადოებისთვი მსგავსი ანგარიშების წარდგენა ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას.
“ქალაქ ზუგდიდის ისტორიაში, პირველი შემთხვევაა, როდესაც არჩეული მერი და აღმასრულებელი ორგანო ასევე, ქალაქის არჩეულ წარმომადგენლობით ორგანოს გაწული მუშაობის შესახებ ანგარიშს აბარებს. ამავდროულად, მერია ამთ ანგარიშს აბარებს ამომრჩეველს”, – ამბობს მერაბ ქვარაია.
ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ადგილოვბრივი თვითმმართველობის რეფორმის შემდეგ ორ ნაწილად – ქალაქ ზუგდიდის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებად გაიყო. აღნიშნული რეფორმის შემდეგ, ზუგდიდის პირველად ჰყავს არჩეული მერი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი გოგოხია – ბოტანიკური ბაღისთვის 3 მილიონი ლარი გამოიყო
შემდეგი სტატიატროტუარებზე პარკირების 50-ზე მეტი ადგილი უკვე გაუქმებულია