ანაკლიაში დევნილების სახლი მთლიანად დაიწვა (ფოტო)

2 3ანაკლიაში დევნილების საცხოვრებელ სახლს ცოტა ხნის წინ ცეცხლი გაუჩნდა. როგორც „თაიმერისთვის“ გახდა ცნობილი ცეცხლი სავარაუდოდ ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია.

კალანავების 9 სულიანი ოჯახი გალის რაიონის სოფელ პრიმორსკიდანაა დევნილი,აქედან 5 არასრულწლოვანია. ხანძრის დროს, ოჯახის წევრებს ბავშვების გამოყვანაში  მეზობლები დაეხმარნენ.

ცეცხლი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია, თუმცა „თაიმერის“ ინფორმაციით სახლი მთლიანად დამწვარია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს საცხოვრებელი ალტერნატიული ფართი უკვე შესთავაზა.

banner
წინა სტატიაში“საქართველო რუმინეთს განსაკუთრებულ პარტნიორად და ნამდვილ მეგობრად განიხილავს”
შემდეგი სტატიამიტოვებული ჩვილი და თურქეთში გაქცეული დედა- რა მოხდა ბათუმში?