ამ წუთისთვის არჩევნები მარტვილში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

ამ წუთისთვის შუალედური საპარლამენტო არჩევნები მარტვილში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

ამ წუთისთვის შუალედური საპარლამენტო არჩევნები მარტვილში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობსამ წუთისთვის შუალედური საპარლამენტო არჩევნები  მარტვილში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს–ამის შესახებ “თიმერის” კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება.

საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის რაიმე სერიოზული დარღვევა ან ინციდენტი არ ფიქსირდება. თუმცა ორ საარჩევნო უბანზე პროცესი დაგვიანებით დაიწყო, რისი მიზეზიც ტექნიკური პრობლემები გახდა.

მარტვილში სულ 39 უბანი და 33 543 ამომრჩეველია. გამარჯვებისთვის კი სულ ორი კანდიდატი იბრძვის. „ქართული ოცნებიდან“ სოსო დანელია, „პატრიოტთა ალიანსიდან“ კი ეთერ მეძველია.

შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ხობშიც, სადაც საკრებულოშ სოფელ გურიფულის მაჟორიტარს ირჩევენ. ამ შემთხვევაშიც გამარჯვებისთვის ორი კანდიდატი იბრძვის, „ქართული ოცნებიდან“ და „პატრიოტთა ალიანსიდა“. საარჩევნო პროცესი ხობშიც ექსცესების გარეშე, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„პატრიოტთა ალიანსის“ ინფორმაციით, ხელისუფლება მარტვილში არჩევნების გაყალებებას გეგმავს რა მიზნითაც ამმომრჩევლების მოსყიდვა მიმდინარეობს.

ადა მარშანიას მტკიცებით, კოალიცია ჩხოროწყუს რაიონიდან ხალხის მარტვილში ჩაყვანას და გაყალბებული დოკუმენტებით, როგორც მარტვილელი ამომრჩევლების პროცესში ჩართვას აპირებს.

banner
წინა სტატიაშიაგულაშვილი არის პროვოკატორი
შემდეგი სტატიასაგარეჯოში შუალედურ არჩევნებზე კიდევ ერთი დარღვევა დაფიქსირდა- რას ყვებიან დამკვირვებლები?