„ამ შემთხვევაში, პრეზიდენტი და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ მიზანს ემსახურებიან“

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ის ელოდება, რომ პრეზიდენტი ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის გამოყოფის შესახებ კანონპროექტს ვეტოს დაადებს.

მისი თქმით, პრეზიდენტი ამ შემთხვევაში საპარლამენტო უმცირესობის პოზიციის გამზიარებელია.

„ვფიქრობ, რომ ვეტოს დაძლევა არ გაგვიჭირდება. სავარაუდოდ, ის „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს გაითვალისწინებს და კანონპროექტს ვეტოს დაადებს. რაც შეეხება კითხვას, თუ ვის ინტერესებს ემსახურება მარგველაშვილი, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ პასუხი ნათელია. აღნიშნულ კანონპროექტს „ნაციონალური მოძრაობა“ არ უჭერს მხარს“, – განაცხადა მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაშიკლინიკა “ლანცეტში” გადაყვანილ პატიმრებზე სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაე.წ. კაბელების საქმის პროკურორი მოსამართლის შენიშვნას არასწორად მიიჩნევს