,,ამ ქვეყანაში მარტო ლომებს კლავენ! შენ და შენნაირებს არ მოგკლავთ! დაგაძინებთ!,,

,ამ ქვეყანაში მარტო ლომებს კლავენ! შენ და შენნაირებს არ მოგკლავთ! დაგაძინებთ!,,

პოლიტიკური ორგანიზაცია ,,იმედის,, ლიდერი ირინა სარიშვილი, 13 ივნის თბილისში მომხდარი მასშტაბური სტიქიური უბედურების საკითხზე, გასულ ღამე თბილისის მერის დავით ნარმანიას სატელევიზიო გამოსვლას სოციალური ქსელით ეხმიანება…
,,ეხლა ვუსმინე დავით ნარმანიას.
სიტყვები არ მყოფნის.
არა იმიტომ, რომ ზრდილობა მიშლის ხელს. არა, ნამდვილად არ მიშლის.
უბრალოდ მართლა სიტყვები არ მყოფნის და ის ერთი უმოკლესი სიტყვა, რაც ამ გაუგებრობის დანახვაზე და მოსმენისას მოუვიდოდა თავში ყველა ზრდასრულ და მეტ–ნაკლებად გონიერ ადამიანს, საკმარისი არ არის!
იცით თუ არა, ხელისუფალნო, რა ამაზრზენია სკამს მოჭიდებული არარაობა, მით უმეტეს, თუ ეს სკამი მისი არ არის?!
მთავარი კითხვები:
როდის ჩამოწვა მეწყერი?
რამდენ ხანში შეიტყო ამის შესახებ მოსახლეობამ?
რატომ არ პასუხობდა ან ადექვატურად არ რეაგირებდა მოსახლეობის ზარებზე 112?
ამ კითხვებზე პასუხი არ არის, ან თუ არის, ისეთია, ჯობდა არ მოგვესმინა.
“მერი” დეტალებში ვერ ერკვევა, შესაბამისი სამსახურები ერკვევიან!
“მერმა” დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა არ იცის!
“მერი” 112–ის უფუნქციობაზე აბდაუბდას პასუხობს და თან ამატებს, ისე, რომ მომხდაიყო დროული რეაგირება, ადამიანთა მსხვერპლს ალბათ ავცდებოდითო, მაგრამ სხვა ზარალი მაინც გვექნებოდაო!
“მერი” სკამზე დამაგრებას ტრუბაზე მოჭოდებით ცდილობს და არ ესმის, უბრალოდ, მისი უკაცრავად პასუხია და ტვინი არ რეაგირებს მისივე თანამშრომლის სიტყვებზე, რომ “ბრალდებული” ნაცური ტრუბა გამტარუნარიანობით კომუნისტურ ტრუბებზე მეტია და აქ მეწყერშია პრობლემა და სასწრაფოდ ზომებია მისაღები! ქოცურ ტრუბაზე ვერაფერს კითხავდნენ, რადგან ქოცური, თუნდაც უვარგისი, აშენებული და გაკეთებული ბუნებაში არ არსებობს!
მე ეხლა ქალაქის თავზე ვლაპარაკობ და არა პოლიტიკურ ძალაზე!
ფეხებზე მკიდია ნაციც და ქოციც!
მე, ამ ქალაქში დაბადებული და გაზრდილი, დღეს ჩემს თანამოქალაქეებთან ერთად დენთის კასრზე ვზივარ და ხვალ რა მომელის, არ ვიცი!
ჩემო დებო და ძმებო! რა შუაშია აქ პოლიტიკა! ვის ეფარებით? რას ეფარებით? კალაძის ვაჟკაცობით ამდენი ნაგავი რატომ უნდა გავიდეს ფონს?
რას გიხდიან ამდენს ამ სამსახურებში, ან რა უფასო ლტოლვა გაქვთ ასეთი, რომ ამ არარაობების დაცვით საკუთარი შვილების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებთ?!
ჭიამაიაზე აგებული პროგნოზი, უსაფუძვლო პანიკა, შემდეგ უსაფუძვლო სიმშვიდე!!!
სასწრაფო ზომების მიღების ნაცვლად სხვისი დადანაშაულებით და ხელის აქეთ–იქით შვერით მთელი ქალაქის ფიზიკური არსებობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება! და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ არარაობებმა სკამები შეინარჩუნონ!
ადექი ნარმანია! გამოდი გარეთ ხალხთან!
ნუ გეშინია! ამ ქვეყანაში მარტო ლომებს კლავენ!
შენ და შენნაირებს არ მოგკლავთ! დაგაძინებთ!,, წერს სარიშვილი

banner
წინა სტატიაშიმე არ ვაპირებთ შევეგუო უკანონობას- მიხეილ სააკაშვილი+ ვიდეო
შემდეგი სტატიასტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა