,,ამ უკანონო გადაწყვეტილებას კარგა ხანს აღსრულება არ უწერია”

ზურაბ ჟვანიას ვაჟმა გიორგი ბარამიძე სცემა

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი გიორგი ბარამიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, რომლის მიხედვითაც ქიბარ ხალვაშს “რუსთავი 2”-ის წილები სრულად აღუდგა, “ფეისბუქზე” გამოეხმაურა.

“ნათელი იყო, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებდა საცოდავი კაცი, მოსამართლედ წოდებული ურთმელიძე, რომელსაც დედაზე ათქმევინეს უარი და ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალმა გაიმარჯვა და ამიტომ ამ სრულიად დაუსაბუთებელ და უკანონო გადაწყვეტილებას კარგა ხანს აღსრულება არ უწერია”, – წერს ბარამიძე.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წილები სრულად აღუდგინა. ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მოპასუხე მხარეები ტელეკომპანიები „რუსთავი -2“, „საქართველო“, შპს „საქცემენტი“(ჰაიდელბერგცემენტი) და „გეოტრანსი“ იყვნენ.

 

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილის პირველი კომენტარი მოსამართლის გადაწყვეტილებაზე (+ვიდეო)
შემდეგი სტატია,,მოხდა ის, რისიც 10 წელია მჯერა”- ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს