ამ სტადიას მეოთხე საფეხურის სიმსივნე ჰქვია-შალვა ნათელაშვილი

ამ სტადიას მეოთხე საფეხურის სისივნე ჰქვია

ამ სტადიას მეოთხე საფეხურის სისივნე ჰქვია“დგება ივანიშვილის მმართველობის უკანასკნელი სტადია, სამწუხაროდ, ამ სტადიას მეოთხე საფეხურის სიმსივნე ჰქვია”–ამის შესახებ “ლეიბორისტების” ლიდერმა  შალვა ნათელაშვილმა გადაცემა “რეაქციის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მილიარდელის ადგილი არ არის ხელისუფლებაში და თუ მოიპარა, მაშინ ციხეში.
წამყვანის კითხვაზე, რა მოიპარა ივანიშვილმა, ლეიბორისტების ლიდერმა განაცხადა – “რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანი სად მოიპარავს, თბილისში, თუ ტორონტოში?”

“ბატონმა ბიძინამ განაცხადა, რომ ლარი ჯანსაღად იქცევა, რა თქმა უნდა, ეს პროცესი მას არ ეხება, 7 მილიარდზე მეტი დაბანდებული აქვს ოქროში, ობშორებში, დოლარებში, ფუნტებში და ევროებში. ყველაფერს ამას აქვს მძიმე სახელი, დგება ივანიშვილის მმართველობის უკანასკნელი სტადია. სამწუხაროდ, ამ სტადიას მეოთხე საფეხურის სიმსივნე ჰქვია, რომელიც მეტასტაზურია და მარტო ხელისუფლებაში კი არ არის დაბანებული, არამედ მისი მსხვერპლი გახდა პენსიონერი, პატარა ხელფასზე დამოკიდებული ადამიანი, მცირე და საშუალო ბიზნესი, კარგად მყოფი, ავადმყოფი, ახალგაზრდა, სტუდენტი, პრაქტიკულად, ივანიშვილის მმართველობამ გამოიწვია კრიზისული მეტასტაზები, რომელსაც ვერ განკურნავ, საიდანაც ვერ გამოვალთ მხოლოდ იმით, რომ ეკონომიკური ბლოკის მინისტრები გადადგნენ ან თუნდაც პრემიერი შეიცვალოსდა ახალი პრემიერი მოვიდეს. ეს ყველაფერი სისულელეა, როდესაც ნიადაგია დაბინძურებული, რომელიც მოსავალს არ იძლევა. ასეთი დაბინძურებული ნიადაგია ეს მთავრობა თავისი პოლიტიკით”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიევროპული და ევროატლანტიკური კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით საფრთხე არ არსებობს
შემდეგი სტატია“ვინ არის ვახტანგ გომელაური?” კვლავ პასუხგაუცემელი დარჩა