“ამ საქმეში ივანიშვილის პირადი ინტერესი ცხადია,” – სერგო რატიანი საყდრისზე

“ამ საქმეში ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესი ცხადია,” – ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სერგო რატიანმა საყდრისთან დაკავშირებით გააკეთა.

რატიანის თქმით, მაშინ, როცა მთავრობა ვერც ერთ მნიშვნელოვან საკითხზე ვერ რეაგირებს, ერთ დღეში მიიღეს გადაწყვეტილება და მეორე დღეს დაინგრა საყდრისი.

საყდრისთან დაკავშირებით დროებითი კომისიის შექმნას პარლამენტი რამდენიმე თვის წინ დაეთანხმა, მაგრამ დღემდე არ არის დადგენილი მისი შემადგენლობა.

პარლამენტში საყდრისის თემაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტების საკითხს განიხილავენ.

banner
წინა სტატიაში„შეუძლებელია ჩვენი პარტნიორობა აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებთან ვინმესთვის კონფრონტაციული იყოს“
შემდეგი სტატიაარასაპარლამენტო ოპოზიცია ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას გამართავს