“ამ საკითხის ადრესატები ჩვენ არ ვართ, ეს კითხვა უნდა დაუსვათ სამხრეთ ოსეთს,” – გრიგორი კარასინი ე.წ საზღვრის გადმოწევაზე

გრიგორი კარასინმა ქართულ-რუსული დიალოგის მონაწილეებს უმასპინძლა

გრიგორი კარასინმა ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ მას ქონდა სატელეფონო საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან დავით დონდუასთან და კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მიუხედევად იმისა, რუსეთი რა თქმა უნდა ინფორმირებულია არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, თუმცა კონსულტაციებისათვის საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობას უნდა მიმართოს.

„ჩვენ ვისაუბრეთ ამ ინცინდენტზე, რადგან ის აფუჭებს ორმხრივი ურთიერთობების ატმოსფეროს საქართველოსთან. ამის გამო ძალიან შეშფოთებულები ვართ, მზად ვართ განმარტებები გავაკეთოთ, თუმცა გვესმის რომ ამ საკითხის ადრესატები ჩვენ არ ვართ, ეს კითხვა უნდა დაუსვათ სამხრეთ ოსეთს. საქართველო–სამხრეთ ოსეთის ურთიერთობები უნდა მოგვარდეს იმ საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში, რომლებიც სპეციალურად ამისთვისაა შექმნილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ არავის არაფერი არსად არ გადაუწევია. არსებობს ადმინისტრაციული საზღვარი, რომელიც ამ დროისთვის წარმოადგენს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარს. ის ზუსტად ისეთივე რჩება როგორიც იყო 20 წლის წინ და ყველა ნიშნები რომლებიც ჩნდება არის დასაბუთებული და არა მოგონილი. კიდევ ერთხელ არის საჭირო რუკების აღება და სამართლიანობის აღდგენა,“ – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

მოლაპარაკებები 3 საათზე მეტია მიმდინარეობს. მხარეებმა შეხვედრა დაიწყეს ე.წ. საზღვრის გადატანის საკითხით.

banner
წინა სტატიაშიცხინვალი ჯარის გადაადგილებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“ხელისუფლების სიფრთხილე და წინდახედულობა არ უნდა ფასდებოდეს როგორც სისუსტე”