„ამ თემაზე ზომაზე მეტი აჟიოტაჟის ატეხა არ არის მისაღები” – გელა დუმბაძე პარლამენტში მინისტრების მისვლაზე

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გელა დუმბაძის თქმით, პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშზე დასწრება მინისტრებმა ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტონ.

„მრავალი საქმე არის გასაკეთებელი ქვეყანაში და მრავალი თემა, რომელიც დროულ ყურადღებას იმსახურებს. ამ თემაზე ზომაზე მეტი აჟიოტაჟის ატეხა არ არის მისაღები,” – განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძემ.

უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს დაესწრება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე.

გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციამ პარლამენტს აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების დასწრების თხოვნით უკვე მიმართა, თუმცა გადაწყვეტილებას მთავრობა დამოუკიდებლად მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ქადაგიძე: სესხების რესტრუქტურიზაციაზე მუშაობას ვაგრძელებთ
შემდეგი სტატიაIRI-ის მიერ გამოკითხულთა უმეტესობა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს