ამ დროისთვის დაკარგულად არც ერთი მტაცებელი აღარ ითვლება

თბილისის ზოოპარკი მტაცებელ ცხოველებს აღარ ეძებს. ამ დროისთვის დაკარგულად არც ერთი მტაცებელი აღარ ითვლება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ განუცხადა.
მისი თქმით, “ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნი ლეში ნამდვილად ვეფხვის არის, რაც დასტურდება ცხოველში ჩამონტაჟებული ჩიპით, რომელიც დაზიანებული არ არის.
დაკარგული ვეფხვი “ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს, გაწმენდითი სამუშაოების დროს, ადგილზე მომუშავე პირებმა იპოვნეს. მათი თქმით, რამდენიმე დღეა ტერიტორიაზე მძაფრი სუნი იგრძნობოდა.
ზოოპარკიდან დაკარგულ ცხოველს 13 ივნისის სტიქიის შემდეგ ქალაქში ეძებდნენ.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანიამ დედაქალაქში განათებული ახალი ობიექტები დაათვალიერა
შემდეგი სტატიათბილისი-წავკისის გზაზე ბეტონმზიდი იწვის