“ამ ადამიანებს დაბოღმილი მიდგომები აქვთ,”-ვაშაძე სააკაშვილის შესახებ მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აფასებს

მეამაყება, რომ ჩემი კონკურენტი გიორგი ვაშაძე იყო

საქართველოს დეპუტატი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის წევრების განცხადებები ბოღმით არის გამოწვეული, თავად კი მიაჩნია, რომ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნის ფაქტი არის შანსი და პერსპექტივა საქართველოსთვის.

“უცნაურია მსგავსი შეფასებები. ეს კიდევ ერთხელ უჩვენებს, რომ ამ ადამიანებს დაბოღმილი მიდგომები აქვთ,”- ამბობს გიორგი ვაშაძე მთავრობის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნის ფაქტს მიესალმება.

“მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება და ქმედება ემსახურება საქართველოს ინტერესებს. დღეს უკრაინის წარმატება ნიშნავს ჩვენ საერთო წარმატებას ტოტალიტარული რუსეთის წინაააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებს. ყველანი უნდა ვამაყობდეთ ეს ძალიან დიდი შანსი და პერსპექტივაა საქართველოსთვის და უკრაინისთვის,”- აცხადებს გიორგი ვაშაძე.

banner
წინა სტატიაშითეთრს სახლს ცუდი დღე გაუთენდა
შემდეგი სტატია“სააკაშვილი არის წარსული, ეს მისი გადაწყვეტილებაა,”- ირაკლი ალასანიას გუნდი უკრაინის მოქალაქეობაზე სააკაშვილის გადაწყვეტილებას აფასებს