,,ამცახარა,, ხაჯინბას გადადგომას უახლოეს დღეებში ითხოვს…

აფხაზურმა ოპოზიციურმა პარტიამ ,,ამცახარა,, , რომელიც აფხაზეთის ომის ვეტერანთა პარტიად ითვლება, სოხუმის დინამოს სტადიონზე გამართულ თავის ყრილობაზე მიღებული რეზოლუციით, დე-ფაქტო  პრეზიდენტ რაულ ხაჯინბას უნდობლობა გამოუცხადა და გადადგომა მოსთხოვა…

თუ მთავრობა ოპოზიციური გაერთიანების მოთხოვნებს არ შეასრულებს, ,,ამცახარას ლიდერები,, სრულიად აფხაზეთის სახალხო კრების მოწვევით იმუქრებიან

,,ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ქვეყანაში სიტუაციის შეცვლა იმის გამო, რომ ეს ვიღაცეებს უნდათ, არ შეიძლება… მე იმ ფიცის ერთგული ვარ, რომელიც ინაგურაციისას მოგეცით. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი ცხოვრება უკეთესი გახდეს… ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ. მე ამისათვის ვადა 2019 წლამდე მაქვს, განაცხადა ,,ამცახარას,, საპასუხოდ პრეზიდენტმა ხაჯინბამ.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაში“გააღეთ თქვენი საცავები და გაასაჯაროვეთ ადამიანთა წამების ამსახველი ყველა მასალა”-ინაშვილი ხელისუფლებას მიმართავს
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდია: მინახავს სასიკვდილოდ ნაცემი ადამიანები, ხორცისა და სისხლის გროვად ქცეულნი…მთავარი იყო ხმები