ამჟამად გულიკო ჭიტაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

capture_e8c5bვეფხვებისგან დაზიანებული ძიძა-მომვლელის გულიკო ჭიტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ თბილისის ზოოპარკის ფეისბუქის გვერდზე ინფორმაცია გავრცელდა.
„ვიცით, რომ ყველას ძალიან გადარდებთ ქალბატონი გულიკოს მდგომარეობა და ელით უკანასკნელ ცნობებს.ბოლო მონაცემებით, მდგომარეობა ასეთია: ოპერაცია დასრულდა. სამწუხაროდ ხელის შენარჩუნება ვერ მოხერხდა და მისი ამპუტაცია გახდა საჭირო. ძალიან ღრმა ჭრილობებია ფეხზეც, თუმცა თუ ინფექცია არ განვითარდება, ფეხის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება. სერიოზული დაზიანებებია ტანის არეშიც. ამჟამად მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. სიცოცხლისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, რადგან არსებობს ინფექციის გავრცელების რისკი. ამ ეტაპზე ყველა აუცილებელი პროცედურა ჩატარებულია. პაციენტს უტარდება მკურნალობა შესაბამისი მედიკამენტებით.
იმედია, ღამე მშვიდობიანად ჩაივლის და დილას უკეთესობა იქნება.
დიდ მადლობას გიხდით ყველას მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის!-ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის ზოოპარკის მთავარი ძიძა-მომვლელი გულიკო ჭიტაძე, რომელიც ვეფხვმა დააზიანა, სხეულისა და კიდურების მრავლობითი დაზიანებებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება. მას ზედა კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდა.
„ინციდენტი იმ მომენტში მოხდა, როდესაც ის ცხოველის ვოლიერის გისოსებთან, მომვლელების სამუშაო ზონაში იმყოფებოდა. სამწუხაროდ, ვეფხვებმა ვოლიერის შიგნიდან შეძლეს გისოსებს გარეთ მყოფი მომვლელის დაზიანება. დაზარალებული სხეულისა და კიდურების მრავლობითი დაზიანებებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ამჟამად საოპერაციოში იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა. ჯერჯერობით დაზუსტებით იმის თქმა, თუ რამ გამოიწვია ცხოველების გაღიზიანება, შეუძლებელია. ქალბატონი გულიკო 25 წელზე მეტია თბილისის ზოოპარკში მუშაობს. მისი უშუალო დახმარებითა და მონაწილეობითაა გაზრდილი თბილისის ზოოპარკის არაერთი ბინადარი, მათ შორის ის ვეფხვებიც, რომელთა ვოლიერთანაც მოხდა დღევანდელი ინციდენტი. ინფორმაციას ქალბატონი გულიკოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩვენი გვერდის საშუალებით გაცნობებთ“, – ნათქვამია თბილისის ზოოპარკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკიევში ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართა
შემდეგი სტატიამთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება სრულიად ახალი წესით მოხდება.