„ამჟამად ამ ქუჩაზე ძირითადი საფრთხეები მოხსნილია,”-მინდია ჯანელიძემ სვანიძის ქუჩა მოინახულა

სვანიძის ქუჩაზე კრიზისების საბჭოს ხელმძღვანელმა მინდია ჯანელიძემ მიმდებარე ტერიტორია მოინახულა. მოხალისეებსა და სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა. ჯანელიძე ვაკის სოსიების ქარხანაშიც იმყოფებოდა, სადაც ტერიტორია გაფუჭებული სოსისებისგან გასუფთავებულია.

მინდია ჯანელიძემ სვანიძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები შეაჯამა.

„ამჟამად ამ ქუჩაზე ძირითადი საფრთხეები მოხსნილია, ძირითადი საფრთხე იყო ეპიდემიის გავრცელების საფრთხე, რომელიც აღარ არსებობს, იმიტომ, რომ ცხოველები გაყვანილია. ძირითადი დასუფთავების სამუშაოები შესრულებულია, თუმცა აქ იმხელა სამუშაოა მოცულობით დარჩენილი, რომ ალბათ, ერთი კვირა დასჭირდება, “-განაცხადა ჯანელიძემ.

მისი თქმით, მომუშავეებმა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები უნდა დაიცვან.

სვანიძის ქუჩაზე სპეციალური აღჭურვილობითაა შესვლა შესაძლებელი. ტერიტორიაზე წითელი ჯვრის წარმომადგენლები მუშაობენ. სვანიძის ქუჩაზე ასამდე მოხალისეა მობილიზებული, რომლებიც სპორტსმენებთან ერთად მუშაობენ. ტერიტორიაზე ასევე 150-მდე სამხედრო მუშაობს.

banner
წინა სტატიაშიკადიროვი: ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი უდანაშაულოა
შემდეგი სტატიაშესაძლებლობის შემთხვევაში, ვეფხვს ლიკვიდაციის ნაცვლად დააძინებენ