ამის სათქმელად წავიდნენ პარტიიდან?

1„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ჩიორა თაქთაქიშვილი ყოფილი თანაგუნდელების განცხადებას, სადაც ზურაბ ჯაფარიძე, გოგა ხაჩიძე, პავლე კუბლაშვილი და გიორგი მელაძე წასვლის მიზეზებს განამრტავენ, „ფეისბუქზე“ ეხმაურება.

„ამის სათქმელად წავიდნენ პარტიიდან? ეს 2 დღის წინ ვერ თქვეს?…იმ გადამხტრებმა წასვლამდე გვითხრეს მაინც…“,- წერს თაქთაქიშვილი.

ზურაბ ჯაფარიძემ, პავლე კუბლაშვილმა, გოგა ხაჩიძემ და გიორგი მელაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ ორი დღის წინ დატოვეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ აწ უკვე ყოფილმა წევრებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს და პარტიიდან წასვლის მიზეზები განმარტეს.

მათი თქმით, დროისა და ენერგიის ხარჯვას ყოფილ თანაპარტიელებთან დაპირისპირებაზე არ აპირებენ და ბრძოლას გეგმავენ.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჭიაბერაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაშვეიცარიაში ფიფას ექვსი ჩინოვნიკი დააკავეს