”ამის განმსაზღვრელი ფაქტორი არის მოლოდინების არასწორი მართვა”

ეროვნული ვალუტა ბოლო თვეებია ამერიკულ დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნად უფასურდება. ლარის კურსი დღეს ეროვნულმა ბანკმა კვლავ შეცვალა და აშშ დოლარის ღირებულება რამდენიმე თეთრით გაიზარდა.

ეროვნული ვალუტის გაუფასურების შესახებ კომენტარი გააკეთა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა მურთაზ კიკორიამ.

კიკორია ამბობს, რომ ლარის გაუფასურების მიზეზი არასწორი მოლოდინებია. თუმცა კიკორია ფიქრობს, რომ ამ პროცესის მართვა საქართველოს ეროვნულ ბანკს და მთავრობას ერთობლივად შეუძლიათ.

”მაკრო ეკონომიკური ფუნდამენტები იმისა, რომ ლარი ასე უფასურდებოდეს არ არის, აქედან გამომდინარე ერთადერთი ამის განმსაზღვრელი ფაქტორი არის მოლოდინების არასწორი მართვა. თუმცა, ამის მართვა შესაძლებელია მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი მუშაობით,”- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა მურთაზ კიკორიამ კურიერთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაში“ავთანდილ ჭოლოკავას ჩვენებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა სახელმწიფოს კუთვნილი თანხა გაფლანგეს”
შემდეგი სტატიასაქართველოს დელეგაცია დღეს პეკინს ეწვია