ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით კრიზისების მართვის საბჭოში საგანგებო თათბირი გაიმართა

როგორც “თაიმერს” კრიზისების მართვის საბჭოდან აცნობეს, თათბირზე დაიგეგმა გასატარებელი ღონისძიებები საფრთხის პრევენციისა და შედეგების შემსუბუქების მიზნით.

შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, სსიპ „112“-ის, თბილისის მერიის და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზის მიხედვით 24 ივნისის დღის ბოლოდან და 25-26 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი სეტყვა, ელჭექის დროს ქარის შკვალური გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლოა ზოგიერთ მდინარეებსა და მის შენაკადებზე წყალმოვარდნები და ღვარცოფული ნაკადის ფორმირება გამოიწვიოს.

შეხვედრის მონაწილეებმა შეიმუშავეს, 24-27 ივნისს ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა უწყებების მიერ გასატარებელ ღონისძიებათა გეგმა.

banner
წინა სტატიაში“საყდრისის დაცვის კომიტეტი კვლავ აგრძელებს ცრუ ბრალდებებს „RMG ჯგუფის“ წინააღმდეგ“
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის ადმინისტრაცია გიორგი ქადაგიძის შემცვლელის შერჩევის მიზნით კონსულტაციებს იწყებს