ამერიკულმა ჟურნალმა Forbes მერკელი მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა

ამერიკულმა ჟურნალმა Forbes მერკელი მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა

 

1ae0bcfd42.images.new_photo.msoflio.ucxoeti.germania.angela-merkeli_a6ece ამერიკულმა ჟურნალმა Forbes მერკელი მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელაამერიკულმა ჟურნალმა Forbes მერკელი მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა. გინდათ ნახოთ სად და როგორ ცხოვრობს ის? მისამართი ცნობილია 10117 Berlin, Am Kupfergraben, 6. მერკელის სახლი მეოთზე სართულზეა. იმისათვის, რომ ნახოთ მისი სახლი, ბერლინში წასვლაც არ გჭირდებათ – ინტერნეტში სახლის ფოტო დევს.
მერკელის წინამორბედი გერჰარდ შრედერი სამსახურეობრივ ბინაში ცხოვრობდა, რომელიც 200 კვადრატული მეტრის იყო და ფედერალური კანცლერის უწყების მოპირდაპირედ მდებარეობდა. მერკელმა და მისმა მეუღლე პროფესორმა იოაჰიმ ზაუერმა საკუთარ სახლში დარჩენა გადაწყვიტეს.
2012 წლის მაისში მერკელის ხელფასი გაიზარდა. ეს ბოლო 12 წლის მანძილზე მისი პირველი გაზრდილი ხელფასი იყო. გერმანული მთავრობის ხელმძრვანელ თანამდებობაზე მერკელი წელიწადში 190 ათას ევროს გამოიმუშავებს. გარდა ამისა, მასზე გამოწერილია სპეციალური შემოსავლები და სამსახურეობრივი გასავალი. რადგანაც ის ჯერ ბუნდესტაგის დეპუტატი არ არის, საერთო ჯამში 290 ათასი ევრო უგროვდება წელიწადში. ამ ხელფასიდან ის იხდის გადასახადებს, თუმცა, ისევე, როგორც სხვა ჩინოვნიკები, ის არ იხდის საპენსიო და უმუშევრობის დაზღვევის თანხას.

ამერიკულმა ჟურნალმა Forbes მერკელი მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა
ტოპ-მენეჯერები, წარმატებული ექიმები, ვერაფერს იტყვი ფეხბურთელებზე, ბევრად მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე გერმანიის კანცლერი. უფრო მეტიც, გერმანიის პრეზიდენტი, რომელიც გერმანიის კონსტიტუციით წმინდა წარმომადგენლობითი ფიგურაა, მერკელზე 11%-ით მეტ ხელფასს იღებს. ამასთანავე, მის განკარგუებაშია მდიდრული რეზიდენცია Bellevue-ში. მოკლედ, მერკელი გერმანული სტანდარტებით სულაც არ ითვლება მდიდრად.
ბინა, სადაც მერკელი ცხოვრობს, კარგ რაიონშია – ბერლინის შუაგულში, რომლის მოპირდაპირედ პერგამონის მუზეუმი მდებარეობს. მერკელს შვებულების გატარება მთაში უყვარს, მაგალითად ტიროლზე და დასვენების ხარჯებს თვითონ იხდის. დროდადრო ის საკუთარ დაჩას სტუმრობს ბერლინიდან შორიახლო. მერკელი ტანსაცმელს საკუთარი სახსრებით ყიდულობს და მისი პრივილეგია მხოლოდ ის არის, რომ მკერავი მასთან სახლში დადის.
კანცლერის განკარგულებაში 24 საათის განმავლობაში არის მანქანა მძღოლთან ერთად. ბევრი მინისტრი და ფედერალური მიწების პრემიერ-მინისტრები ბრონირებულ Mercedes-ს ან BMW-ს ანიჭებენ უპირატესობას. მერკელმა კი თავისთვის Audi A8 შეარჩია.

ამერიკულმა ჟურნალმა Forbes მერკელი მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა
გასულ წელს ის თვითმფრინავები გამოცვალეს, რომელითაც გერმანიისი მთავრობა დაფრინავს. ახლა მერკელის და გერმანიის მთავრობის სხვა წევრების განკარგულებაში თვითმფრინავი А3100-ია. მერკელი არ ფლობს იახტებს ან დასასვენებელ სასახლეებს. ისინი მას თანამდებობრივადაც არ ეკუთვნის.

banner
წინა სტატიაშიმე მივიღე უკრაინის მოქალაქეობა–დავით საყვარელიძე
შემდეგი სტატიამოლდოვამ პროევროპელი პრემიერმინისტრი აირჩია