ამერიკული კოალიცია რუსეთისგან ითხოვს სირიის ოპოზიცია არ დაბომბოს

კემერონი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს და რუსეთის მოქმედებებს აფასებს

კემერონი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს და რუსეთის მოქმედებებს აფასებსსაფრანგეთი, გერმანია, საუდის არაბეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ რუსეთის სირიაში მოქმედებებით შეშფოთებულები არიან. მათი მტკიცებით, რუსეთი სირიის ოპოზიციას და მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს და არა ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოს” – ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.
“ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ სირიაში რუსული არმიის გაძლიერებით და განსაკუთრებით მათი ჰამის, ჰამასის და გუშინდელი დღიდან მოყოლებული იდლიბის საჰაერო დაბომბვების გამო, რომელმაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გამოიწვია. რუსეთის მოქმედებები არ არის მიმართული ისლამური სახემწიფოს წინააღმდეგ” – ნათქვამია განცხადებაში.
ქვეყნებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის მსგავსი მოქმედებები სირიაში კონფლიქტის ესკალაციას უწყობს ხელს, რომელიც დიდ ექსტრემიზმს და კონფლიქტის რადიკალიზაციას გამოიწვევს.
“ჩვენ რუსეთის ფედერაციას მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სირიის ოპოზიციის და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა და საკუთარი ძალების მობილიზება მოახდინოს ისლამურ სახელმწიფოზე” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკემერონი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს და რუსეთის მოქმედებებს აფასებს
შემდეგი სტატია79 და 83 წლის მოცეკვავეები ყინულზე გამოვიდნენ (ვიდეო)