ამერიკისა და ევროპის ქვეყნების ყალბი ვიზების დამზადებაში ეჭვმიტანილები დანაშაულს აღიარებენ

ყალბი ვიზა

ყალბი ვიზაამერიკისა და ევროპის ქვეყნების ვიზის მისაღებად ყალბი დოკუმენტაციის დამზადებაში დაკავებულმა ორივე ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა, თუმცა არცერთი მათგანი ვიზების უშუალო გაყალბებასთან კავშირს არ ადასტურებს.

ისინი სასამართლომ დღეს გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

გამოძიება ოფიციალური დოკუმენტის დამზადება–გასაღება–შეძენისა და გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს.

საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა ქალი მოქალაქეს 18 000 დოლარის სანაცვლოდ ამერიკის ყალბი ვიზის დამზადებას დაჰპირდა. გამოძიების ცნობითვე, ბრალდებულები ერთმანეთთან თანამშრომლობით ყალბ სამსახურეობრივ და სახელფასო ცნობებსაც ამზადებდნენ.

ვიზის მისაღებად ყალბი დოკუმენტაციის დამამზადებელთა საქმის განხილვა სასამართლოში 23 მარტს განახლდება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახელმწიფო მდივანმა პეკინში მიიწვია
შემდეგი სტატიაკოპანია ”სტარ გრუპი” ნოდარ ხადურის უწყებას დაუპირისპირდა