ამერიკელმა შვილის სიკვდილი გაითამაშა YouTube-ის ლაიქების გამო

Blowing Up My Kid PRANK!!

ამერიკის შტატ ოჰაიოს მცხოვრებმა რომან ანტვუდმა, საკუთარი სამი წლის შვილის სიკვდილი გაითამაშა იმისათვის, რომ YouTube-ზე ვიდეოს ლაიქები დაეგროვებინა – წერს Daily Mail Online.
32 წლის ცნობილმა კომედიანტმა წინასწარ მოამზადა კვადროციკლი და თოჯინის პულტით აფეთქება, რომელიც ზუსტად ისე იყო ჩაცმული, როგორც მისი შვილი. მას შემდეგ, რაც მან ყველაფერი მოაწყო, დედის ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანა და ბავშვი თოჯინით შეცვალა.
რადიოპულტით მართული კვადროციკლი ადგილიდან დაიძრა და როცა თვალს მიეფარა, აფეთქდა.

აფეთქების ვიდეო ამერიკელმა იუთუბის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, რომელსაც ორ დღეში 4 მილიონზე მეტი ნახვა ქონდა.

banner
წინა სტატიაშიVolkswagen-მა მილიარდი ევროთი შეამცირა ინვესტიცია
შემდეგი სტატიაჰააგის პროკურორი 2008 წლის ომის გამოძიების დაწყებას ითხოვს… (VIDEO)