ამერიკელმა ფერმერმა ყანაში 100 საუკუნის უკანდელი მამონტის ძვლები აღმოაჩინა (VIDEO)

სექტემბრის ბოლოს მიჩიგანელმა ფერმერმა ჯეიმს ბრისტლიმ, საკუთარ ყანაში უძველესი მამონტის ძვლები აღმოაჩინა…

ფერმერმა ბრისტლიმ, ყანის მოხვნის დროს ნიადაგში სარის მსგავსი რაღაც უცნაური ღეროები აღმოაჩინა, რომელიც თავიდან ტალახში ჩაფლული ძველი ღობის ნაწილი ეგონა, თუმცა ღეროების მიწიდან ამოღებისა და მათი გაწმენდის შემდგომ დარწმუნდა, რომ ეს ძვლები იყო… ფერმერმა ნანახის შესახებ ხელისუფლებას შეატყობინა.

აღმოჩენის ადგილზე მისულმა სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ნაპოვნი ძვლები უძველესი მამონტის ნეკნები იყო… რის გამოც ადგილზე გათხრები დაიწყეს… გათხრების შედეგად აღმოჩენილი იქნა უძველესი მამონტის თავის ქალა ეშვებით და ჩონჩხის სხვა ძვლებიც.

მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორის დენიელ ფიშერის განცხადებით, აღმოჩენილი მამონტის ძვლები 10 დან 15.000 წლის უკანდელ პერიოდს განეკუთვნება

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთავრობა ქუთაისში ოკუპირებული ყირიმის აკადემიის ფილიალის გახსნას აპირებს…?
შემდეგი სტატიატოტო კუტუნიომ პუტინს დაბადების დღე ჰაეროვანი კოცნით მიულოცა… (VIDEO)