ამერიკელმა ელეინ ფრიდრიხმა სიკვდილის წინ ითხოვა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატ ჰილარი კლინტონს ხმა არ მისცენ. 13 აგვისტოს გარდაცვლილი ქალბატონის ნეკროლოგი New Jersey On-Line-ზე გამოქვეყნდა.
“იმის მაგივრად, რომ სასაფლაოზე ყვავილების მოტანა გთხოვოთ, ვამბობ – არ მისცეთ კლინტოს ხმა” – ნეკროლოგის თანახმად, ასე თქვა 63 წლის ფრიდრიხმა სიკვდილის წინ.
უახლოესი საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 2016 წლის 8 ნოემბერს გაიმართება. პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ჰილარი კლინტონია.