ამერიკელმა ექსპერტებმა აჩვენეს როგორ ესვრიან რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინელ ჯარისკაცებს

ამერიკელმა ექსპერტებმა აჩვენეს როგორ ესვრიან რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინელ ჯარისკაცებს

გეოლოკაციის მეთოდის დახმარებით შესაძლებელი გახდა სამხედრო ტექნიკის გადმოსროლის ფაქტების დამტკიცება. ატლანტიკური საბჭოს ექსპერტებმა აჩვენეს როგორ ესვრიან უკრაინელ ჯარისკაცებს რუსეთის ტერიტორიიდან.

მოხსენებაში “პუტინის ომი უკრაინაში” მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ,  თუ როგორ იღებდნენ დახმარებებს რუსი ჯარისკაცები რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინაზე თავდასხმისას. მაგალითად მოყვანილია გუკოვოს დაბომბვა 2014 წელს.

ამერიკელმა ექსპერტებმა აჩვენეს როგორ ესვრიან რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინელ ჯარისკაცებს

 

 

 

 

 

 

 

 

ანალიტიკოსებმა ხუთი სხვადასხვა გახსნილი ცეცხლის პოზიცია გამოიკვლიეს 300 მეტრის სიშორიდან სამიზნე 15 კილომეტრის მანძილზე. უკრაინის ტერიტორიაზე არსებული ყოველი გახსნილი ცეცხლის პოზიცია, ჩერვონოპარტიზანსკის გარდა, რომელიც საზღვართან არის ახლოს, რუსეთის ტერიტორიებზე მდებარეობდა.
ნაჩვენებია ასევე ამვროსიევსკის 2014 წლის 14 ივლისის დაბომბვაც. თანამგზავრის სურათებზე, რომელიც 2014 წლის 16 ივლისს არის გაკეთებული, ნაჩვენებია არტილერიის მნიშვნელოვანი ზონა, რომელიც ქალაქ ამვროსიევკას სამხრეთით მდებარეობს.

ამერიკელმა ექსპერტებმა აჩვენეს როგორ ესვრიან რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინელ ჯარისკაცებს

 

 

 

 

 

 

“გაანალიზებულ იქნა ყოველი 330 ბომბის მიმართულება ამ ზონაში. საშუალოდ მათი ტრაექტორია გამოთვლილ იქნა და განისაზღვრა 193,97 გრადუსით სამხრეთ-დასავლეთით (180 გრადუსი ესადაგება სამხრეთით). შესაძლო საომარი პოზიციების ძიებისას, რომელიც ამ ტრაექტორიებს შეესაბამებოდა, აღმოჩენილ იქნა საომარი პოზიცია საზღვრიდან 14.6 კილომეტრში. ცეცხლის კვალი ამ პოზიციებზე თანამგზავრის რუკაზე ჩანს, რომელიც 2014 წლის 16 ივლისს არის გადაღებული. ღია ცეცხლის პოზიციები რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, დაახლოებით 750 მეტრის სიშორეზე სოფელ სელეზნივთან (რუსეთი) კოორდინატებით 47.63709, 38,469355” – ნათქვამია მოხსენებაში.

ამერიკელმა ექსპერტებმა აჩვენეს როგორ ესვრიან რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინელ ჯარისკაცებს

 

 

 

 

 

 

ექსპერტებმა ასევე გაშიფრეს პროპაგანდისტული მედიის ფეიკები. სააგენტო Ruptly-ის მიერ 2014 წლის 28 ივლისს YouTube-ზე ავტირთულ იქნა ვიდეოჩანაწერი სახელწოდებით: “უკრაინა: სვერდლოვსკელი ამბოხებილების 72-ე მოტომსროლელი ბრიგადის განადგურების შედეგები” .
რაიონის თანამგზავრის ფოტოების ანალიზირებისას ანალიტიკოსებმა 209 დაბომბვა გამოყვეს. გამოყოფილ იქნა სროლის სამი ძირითადი ტრაექტორია. “სამივე ტრაექტორია ნათლად მიუთითებს რუსეთის ტერიტორიებზე გახსნილ ღია პოზიციებს. ცეცხლის პოზიციები პირდაპირ კავშირშია პავლოვსკში რუსეთის არმიასთან, ასევე ცეცხლის პოზიციებთან სოფელ მალოეში” – აღნიშნავენ ექსპერტები.

ამერიკელმა ექსპერტებმა აჩვენეს როგორ ესვრიან რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინელ ჯარისკაცებს

 

ნაჩვენები იქნა ასევე პოლიგონები, რომლებიც უკრაინაში გადმოსატყორცნი რუსული სამხედრო ტექნიკის შეკრების პუნქტებია. თანამგზავრის ფოტოებზე ჩანს დაჩქარებული მშენებლობები და გაფართოებული საწვრთნელი ბაზები. მაგალითად მოყვანილია “კუზმინსკის” ბაზა 2013 წლის 20 ოქტომბერი და ასევე 2014 წლის 10 ოქტომბერი.

შეგახსენებთ, რომ მოხსენება გაკეთებულია ატლანტიკური საბჭოს ჯგუფის მიერ, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გარემოებების დასადგენად შეიქმნა. მას საფუძვლად დაედო კიევის სამოქალაქო და სამხედრო ჩინოვნიკების, ასევე ჟურნალისტური გამოძიების მასალები რომელიც 2015 წლის მაისში გაკეთდა. ექსპერტები ასევე იმყოფებოდნენ აღმოსავლეთ უკრაინაში.

banner
წინა სტატიაშიბერძენი პილოტი ბანკომატიდან ფულის გამოსატანად F-16 -თ თურქეთში გადაფრინდა
შემდეგი სტატიარადას დეპუტატი ეჭვობს, რომ სააკაშვილი ფსიქოტროპულ ნივთიერებებს იყენებს