ამერიკელი ინსტრუქტორები უკრაინაში სწავლებებს იწყებენ

სწავლება2ლვოვის ოლქში ამერიკულ-უკრაინული სწავლებები სახელოდებით „უშიშარი მფარველი“ მიმდინარეობს, სადაც აშშ-ს სამხედრო ძალების 173 განყოფილების 300-მდე მზვერავი და უკრაინელი სამხედროების 900-მდე ჯარისკაცი მიიღებენ მონაწილეობას.
შეთანხმება ერთობლივი სწავლებების შესახებ უკრაინის პრეზიდენტ პიოტრ პოროშენკოსა და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის მარტის ბოლოს შედგა.
მოსკოვში უკრაინულ-ამერიკული სწავლებები შეაფასეს როგორც აღმოსავლეთ უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მუქარა.
„მესამე ქვეყნის ინსტრუქტორების სწავლებები უკრაინის ტერიტორიაზე, სადაც კონფლიქტი არ არის დარეგულირებული და სადაც პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს, სიტუაციის დესტაბილიზაციას გამოიწვევს“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პუშკოვმა გასულ კვირას.
ცნობილი გახდა ასევე, რომ უკრაინაში კანადაც გამოაგზავნის 200 სამხედრო ინსტრუქტორს.
სწავლებების სავარაუდო ხანგრძლივობა ნახევარი წელია. „გვარდიელების სამი სამასკაციანი ნაკადი 8 კვირის განმავლობაში“ – ასეთია სწავლებების გეგმა.
გადამზადდებიან ბატალიონები „აზოვი,“ „იაგუარი,“ „ომეგა“ და კიევის, ხარკოვის, ზაპოროჟიის, ოდესის, ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკას და ვინიცას ნაწილები.

banner
წინა სტატიაშიმოლდოვამ რუსი ჟურნალისტები არ შეუშვა ქვეყანაში – რუსეთი სანქციებით იმუქრება
შემდეგი სტატიადავით შავლიაშვილს ნოდარ ჯავახიშვილი შეცვლის