ამერიკელი ბოქსიორი როი ჯონსი რუსეთის მოქალაქე გახდა

ამერიკელი ბოქსიორი როი ჯონსი რუსეთის მოქალაქე გახდა

ამერიკელი ბოქსიორი როი ჯონსი რუსეთის მოქალაქე გახდარუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას ამერიკელი ბოქსიორისთვის როი ჯონსისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.
დოკუმენტის თანახმად, რომელიც კრემლის საიტზეა გამოქვეყნებული, ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება რუსეთის კონსტიტუციის 89-ე მუხლის თანახმად მიიღო ვლადიმირ პუტინმა, რომელსაც კონსტიტუციურად უფლება აქვს მოქალაქეობის და პილიტიკური თავშესაფრის შესახებ საკითხების ერთპიროვნული გადაჭრას.
ამერიკელმა ბოქსიორმა და მსოფლიოს აბსოლუტურმა ჩემპიონმა როი ჯონსმა განცხადება რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ მიმდინარე წლის აგვისტოში შეიტანა.
“რუსი საზოგადოების აქტიური წევრი მინდა გავხდე. მიყვარს რუსი საზოგადოება ისევე, როოგორც მას ვუყვარვარ მე. რუსეთის მოქალაქეობის მიღება გამიადვილებს ქვეყნებს შორის ხიდის მშენებლობებსა და მათ გაერთიანებას” – განაცხადა სპორტსმენმა და ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი გადაწყვეტილება არ უკავშირდება პოლიტიკას, არამედ, მიმართულია სპორტული და კულტურული თანამშრომლობისაკენ აშშ-სა და რუსეთს შორის.
რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ საკუთარი აზრი სპორტსმენმა პუტინს პირადად გაუზიარა სევასტოპლში. პრეზიდენტი მას დაპირდა, რომ დაეხმარება, თუკი როი ჯონს-უმცროსის მომავალი რუსეთს დაუკავშირდება.

banner
წინა სტატიაშიერევანში საპროტესტო აქციები განახლდა
შემდეგი სტატიაშვედეთმა რუსეთის მხრიდან ნატოს საფრთხის გამო პროტესტი გამოხატა