“ამერიკელების საპასუხოდ რუსეთი ყირიმისკენ “წაიწევს” და ოდესამდე “ჩავა”, მეტიც, დნესტრისპირეთსაც “მიიერთებს”– ჯუმბერ კირვალიძე

ჯანყარაშვილის შეცვლა კობახიძით სულაც არ არის საკმარისი, საჭიროა მთლიანად პარტიული და საპარლამენტო ლიდერშიფის გამოცვლა

პაგონიანების ბეზპრედელი" ისევე უნდა აღიკვეთოს, როგორც "ქურდული სამყაროს" პარპაში" – ჯუმბერ კირვალიძეროგორადაც უცნაურად და დაუჯერებლად არ უნდა ჟღერდეს, მსოფლიო თანდათანობით დიდი ომის მიჯნას უახლოვდება! ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, გერმანია, – ის სახელმწიფოებია, სადაც აშშ სამხედრო ტექნიკას და დანაყოფებს განათავსებს. პენტაგონის განცხადებით, ეს ნაბიჯი ნატოს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ნებისმიერ სამხედრო კრიზისის დროს სწრაფად რეაგირებაში დაეხმარება. ცხადია, რომ აშშ–ის ამ ნაბიჯის გადადგმა უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა უბიძგა.

საქმე ის გახლავთ, რომ რუსეთის მეზობლად მყოფ ნატოს წევრ ამ სახელმწიფოებში ალიანსის, კონკრეტულად აშშ–ს სამხედრო ძალების არარსებობა, რუსეთს მათი ოკუპირების შესაძლებლობას აძლევს! აშშ-ის მიერ 250 ტანკის, ჯავშანტრანსპორტიორის, ქვეითთა სამხედრო მანქანების და თვითმავალი საარტილერიო დანადგარების, ასევე სხვა სამხედრო ტექნიკის განლაგების შესახებ განცხადება, ესტონეთში ყოფნისას გააკეთა პენტაგონის შეფმა ეშტონ კარტერმა. მოკლედ, ამერიკელების (როგორია გერმანელების ან ფრანგების, ალბათ მალე გამოჩნდება?)

სტრატეგია შემდეგია, თუ რუსებს ეცოდინებათ, რომ მისი მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიაზე ამერიკელები დგანან, რუსები იქ აღარ შეიჭრებიან, რადგანაც ეს სულ ცოტა რუსულ-ამერიკული ომის დაწყებას გამოიწვევს. ამერიკელების აზრით ეს ნაბიჯი პრევენციაა, მათ მიაჩნიათ, რომ უკრაინაში რუსეთი ყველანაირ ზღვარს გასცდა და ამერიკელები აუცილებლად თვლიან მათი მოკავშირეების დაცვას.ამგვარად, ამერიკელებს უნდათ, რომ ნატო დაფიქსირდეს მჭიდრო ალიანსად, რომელიც გამართულად მუშაობს და მისი წევრი-სახელმწიფოები დარწმუნებული იყვნენ საკუთარ დაცულობაში და რუსეთმაც სამხედრო ქმედება ვერ გაბედოს მათ მიმართ.
სხვათაშორის, როცა ბალტიისპირეთის ქვეყნები ალიანსში შევიდნენ, მაშინ რუსეთსა და ნატოს შორის “ზეპირი შეთანხმება” შედგა იმის თაობაზე, რომ ახალი წევრების ტერიტორიაზე სხვა ქვეყნების ჯარები არ განლაგდებოდნენ!?.. როგორც ჩანს, უკრაინის კრიზისმა და რუსეთის აგრესიამ, ამ “ზეპირ შეთანხმებას” ძირი გამოაცალა, რადგანაც – ნატოს წევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები თავს “მშვიდად ვეღარ გრძნობენ”

ეს ყველაფერი “თითქოს გასაგებია”, მაგრამ, რას მოიმოქმედებს ამის საპასუხოდ რუსეთი უკრაინაში და რით უპასუხებს მას ნატო, იმავე უკრაინასთან მიმართებაში?! ანუ, “რა მოხდება” უკრაინაში, – ამერიკასა და რუსეთს შორის?! აი, ეს არის მთავარი კითხვა. ჩემი მოკლევადიანი პროგნოზი (1–2 წელი) ძალზედ პესიმისტურია, სამწუხაროდ და ვფიქრობ, რომ ამერიკელების საპასუხოდ რუსეთი ყირიმისკენ “წაიწევს” და ოდესამდე “ჩავა”, მეტიც, თვითაღიარებულ დნესტრისპირეთსაც “მიიერთებს” (არამარტო მოლდოვას, არამედ რუმინეთის “დასასჯელადაც”!) ხოლო, ამერიკელების (ნატო–ს) პასუხი იქნება შემდეგი, ისინი “მოამარაგებენ” უკრაინას სამხედრო აღჭურვილობით, მაგრამ არ ჩაერევიან ცოცხალი ძალით და გაზრდიან ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, გრძელვადიანი ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, რადგანაც, ჯერჯერობით, ამერიკელებიც და რუსებიც ისე “მოქმედებენ”, რომ “უკანდახევის შესაძლებლობას ერთმანეთს არ უტოვებენ’!!!…

banner
წინა სტატიაშისაქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს
შემდეგი სტატიაკინო და ტელე-ოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი ”ოქროს თვალი” დაიწყო