“ამგვარ უპასუხისმგებლო ნაბიჯებს შეიძლება მოყვეს რეგიონში დესტაბილიზაცია,“ – ზურაბ აბაშიძე

„ეს არის ძლიან საშიში პროვოკაცია, ვცხოვრობთ ძალიან მყიფე რეგიონში და ამგვარ უპასუხისმგებლო ნაბიჯებს შეიძლება მოყვეს რეგიონში დესტაბილიზაცია,“ – ეს განცხადება პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, პრაღაში, აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების დაწყებამდე გააკეთა.

ზურაბ აბაშიძის განმარტებით, შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე ისაუბრებს.

„გარდა ამისა ამას აქვს, რა თქმა უნდა, წმინდა ჰუმანიტარული მხარე, ის რომ ადამიანები იჩაგრებიან, ის რომ ადამიანების უფლებები ირღვევა და ყოველივე ამის თაობაზე მე აუცილებლად მექნება საუბარი,“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ქადაგიძე – ლარის კურსის მერყეობა ნორმალური პროცესია
შემდეგი სტატია„ყველაფერი, რაც ამ დღეებში მოხდა, არის პირდაპირი პროვოკაცია,” – გრიგორი კარასინი