“ამაყი ვარ, რომ პრემიერმა აბსოლუტურად სწორი შეფასებები მისცა იმას, რაც გავაკეთეთ”

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილმა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სამინისტროს თანამსრომლებს ახალი მინისტრი კახი კახიშვილი წარუდგინა.

გიორგი მღებრიშვილმა საკუთარი მინისტრობის პერიოდი შეაფასა და განაცხადა, რომ სისტემაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მან იმედი გამოთქვა, რომ ახალი მინისტრი აღნიშნულ რეფორმებს გააგრძელებს.

“ამაყი ვარ, რომ პრემიერმა აბსოლუტურად სწორი შეფასებები მისცა იმას, რაზეც ჩვენ ვიშრომეთ და გავაკეთეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ღირსეულად გაგრძელდება ის კარგი პროექტები, რომელიც დაწყებულია. გული მწყდება, რომ ვერ მოვახერხეთ ელექტრონულ მონიტორინგზე გადასვლა გარკვეული პირობების გამო, მაგრამ ამისთვის ყველაფერი მზად არის. რაც შეეხება ქალთა გრძელვადიან პაემნებს, ეს ვერ მოვასწარი და აქედან ბოდიშს ვუხდი მათ, მაგრამ ბატონი კახი გააკეთებს ამ საქმეს. ამ სისტემაში მართლაც რომ რევოლუციური ცვლილებები მოხდა და დარწმნულებული, ვარ ამის შედეგებს მსჯავრდებულებიც და საზოგადოებაც იგრძნობს”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

გიორგი მღებრიშვილმა სასჯელაღსრულების და პრობაციის ახალ მინისტრს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ მან დეტალურად იცის, თუ რა უნდა გაკეთდეს სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ სასჯელაშრულებისა და პრობაციის სამინისტრო გიორგი მღებრიშვილმა, შს მინისტრად გადასვლის გამო დატოვა. სასჯელაღსრულების ახალი მინისტრი კი, მინისტრის პირველი მოადგილე კახი კახიშვილი გახდა.

banner
წინა სტატიაშინახევარი რუსეთი თანახმაა ინტერნეტი გაითიშოს
შემდეგი სტატიაჯართის ბიზნესში დანაშაულებრივი სქემა გამოვლინდა