„ამას ჩრდილოეთ კორეაც ვერ ამბობს“ – უგულავა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრობს

თბილსის ყოფილი მერი გიგი უგულავა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ელოდა. ამის შესახებ მან გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ მიიღებდა ისეთ გადაწყვეტილებას, რომელსაც „თვით ჩრდილოეთ კორეა ვერ ამბობს.“

„შეუძლებელია ეთქვა, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ადამიანი შეიძლება პატიმრობაში იყოს მთელი ცხოვრება ისე, რომ მას გამამტყუნებელი განაჩენი ვერ გამოუტანო. შეუძლებელია ეს, ამას ჩრდილოეთ კორეაც ვერ ამბობს,“ – განაცხადა გიგი უგულავამ, რომელმაც გადაცემაში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არსებულმა პროცესებმა ხელისუფლების მთავარ მიზანს გაუსვა ხაზი და ეს იყო გიგი უგულავას პატიმრობაში დაბრუნება.

banner
წინა სტატიაში„მე თუ უმრავლესობით მოვედი პოლიტიკაში, პირველი რიგის ამოცანად სწორედ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერება იქნება“
შემდეგი სტატია,,ასეთი ადამიანი ასწავლის სტუდენტებს”- უგულავა ტურავაზე საუბრობს