“ამას “ამაზონის” სერვერი გაუძლებდა მხოლოდ”, – რატომ არის შეჩერებული biletebi.ge-ზე Uefa-ს სუპერთასის ფინალის ბილეთების გაყიდვა

biletebi

Uefa-ს სუპერთასის ფინალზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა შეჩერებულია. Biletebi.ge-ს ინფორმაციით, საიტზე მიმდინარეობს შეტევა და მუშაობენ გასანეიტრალებლად. დილის 9 საათიდან ბილეთების შესააძენად შესულ მომხმარებელს კი ფანჯარა ხვდებოდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ “მოხდა სისტემური შეცდომა და საიტი მუშაობს მის აღმოფხვრაზე”.

Biletebi.Ge-ს ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ  რომ საიტზე მოხდა კიბერშეტევა და ამას ემატება მომხმარებელთა აურაცხელი რაოდენობა. ადმინისტრაციის განცხადებით, პრობლემების აღმოფხვრაზე მუშაობენ და ეცდებიან საიტი მალე ჩაირთოს.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, ფილტრი მაინც დავაყენოთ და ნაწილ ნაწილ შევუშვათ ხალხი“, – განმარტავენ ადმინისტრაციაში, თუმცა როდის ჩაირთვება საიტი, ამის შესახებ ადმინისტრაციაში დაზუსტებით საუბარი უჭირთ.

ვებ-გვერდის ადმინისტრაციის განცხადებით, იმ პრობლემების შესახებ, რაც სუპერთასის ბილეთების გაყიდვისას შეიქმნებოდა UEFA-დან გაფრთხილებული იყვნენ.

„წამში მოდის 10 ათასზე მეტი ტრანზაქცია, ამას „ამაზონის“ სერვერი თუ გაუძლებს მხოლოდ“, – აცხადებნ საიტის ადმინისტრაციაში.

კითხვაზე მომზადებული იყო, თუ არა ვებ-გვერდი სუპერთასის ბილეთების გასაყიდად, განმარტავენ, რომ ახალი სისტემა დააყენეს და მზად იყვნენ ნებისმიერი რაოდენობის მომხმარებელთა მომსახურებისთვის.

banner
წინა სტატიაშისაგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, სათანადო ზეწოლა განახორციელონ რუსეთის ფედერაციაზე
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: ბიძინა ივანიშვილი “თავისუფალ დემოკრატებს” ძლიერ პოლიტიკურ ოპონენტებად მიიჩნევს