“ალ-ჯაზირას” ჟურნალისტებს ეგვიპტის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა

"ალ-ჯაზირას" ჟურნალისტებს ეგვიპტის სასამართლომ განაჩენი გამოუტანაეგვიპტის სასამართლომ “ალ-ჯაზირას” სამ ჟურნალისტს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა “ლიცენზიის გარეშე მუშაობისა და მასალების გავრცელებისთვის, რომელსაც სახელმწიფოსთვის ზიანი მოჰქონდა” – ამის შესახებ სააგენტო რიოტერსი წერს.

ადრე იგივე სამ ჟურნალისტს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი ტერორისტული ორგანიზაცია “ძმები მუსლიმების მხარდაჭერისთვის, რომელთანაც ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მოჰამედ მურსი იყო კავშირში.
დაკავებულიდან ერთ-ერთს ორმაგი მოქალაქეობა აქვს. კანადამ მისი დაუყოვნებლივ განთავისუფლება მოითხოვა. დაცვა მის კანადაში დეპორტაციას ცდილობდა – ავსტრიელი გრესტის მსგავსად.
“ალ-ჯაზირა” თვლის, რომ მიღებული განაჩენი თავისუფალი პრესის წინააღმედგ განხორციელებული კიდევ ერთი შეტევაა: “ეგვიპტის სასამართლო სისტემაში ეს ნამდვილად შავი დღეა” – განაცხადა ტელეკომპანიის წარმომადგენელმა.

აშშ-მ თავის მხრივ სერიოზული იმედგაცრუება და შეშფოთება გამოთქვა დამდგარი განაჩენის გამო. “პრესის თავისუფლება ნიშნავს გამოიძიოს, მოყვეს და კომენტარი გააკეთოს მაშინაც, როცა მოსაზრება არ არის პოპულარული და დებატებს იწვევს, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიის განვითარებისთვის” – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბმა.

banner
წინა სტატიაშიყეფით უკმაყოფილო პორტუგალიელმა სამი ადამიანი მოკლა
შემდეგი სტატიაპოლონეთმა რუსეთი მესამე რაიხის საგანძურის პრეტენდენტების სიიდან ამოიღო