ალ-ქაიდა თითოეულ ტყვე რუს ჯარისკაცზე ჯილდოს გადაიხდის…

Newsweek-ის ცნობით, ალ-ქაიდას სირიული ფრთის წარმომადგენლებმა სოციალური ქსელებით მიმართვა გაავრცელეს, რომელშიც  თითოეულ რუს ტყვე ჯარისკაცზე ჯოლდო დააწესეს…

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია 1 მილიონ სირიულ ფუნტზე, რომელიც ამ მომენტისთვის 5300 დოლარის ექვივალენტს შეადგენს… სწორედ ამ თანხას ჰპირდებიან რუსი ჯარისკაცის სანაცვლოდ ,,გმირ ძმებ მოჯაჰედებს,, ალ-ქაიდას ფრთის ,,ნუსრა ფრონტის,, ლიდერის აბუ ჰასან ალ-კუვაიტის სახელით სოციალურ ქსელ Twitter-ში უკვე 150-ჯერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

,,ის ფაქტი, რომ ალ-ქაიდა თავისი სირიული ფრთის მეშვეობით რუსების წინააღმდეგ იბრძოლებს, ისევე როგორც ამას მოჯაჰედები საბჭოეთის წინააღმდეგ ავღანეთში აკეთებდნენ, გახლავთ ძლიერი ფაქტორი იმისათვის, რომ სირიის ჩრდილოეთით მოქმედი ისლამისტური დაჯგუფებები გაერთიანდნენ და ამ ფაქტორს კარგად იყენებს ,,ნუსრა,, რათა კონკურენცია გაუწიოს ბოლო წლებში გაძლიერებულ ,,ისლამური სახელმწიფოს,, ტერორისტებს… ისინი, ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნების ისლამისტი ბოევიკების მიმხრობაზეც აკეთებენ გათვლებს,,  აცხადებენ ექსპერტები.

TIMER-AA

banner
წინა სტატიაშისასულიერო ლიდერები სოციალურ ქსელებში: «ციფრული საუკუნის ცთუნება»
შემდეგი სტატიარუსეთის პრემიერმა არალეგალური ალკოჰოლის განადგურების შესახებ ბრძანება გასცა